ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალის და ბარსელონას ყოფილმა მცველმა კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა

ოფიციალურად: არსენალის და ბარსელონას ყოფილმა მცველმა კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა
თარიღი 21 იან 2022, 19:11

„აიაქსის“, „არსენალის“, „ბარსელონას“ და სხვა კლუბების ბელგიელმა ფეხბურთელმა, ტომას ვერმალენმა საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა.

ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების მიუხედავად, ვერმალენი უმუშევარი არ დარჩება - ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ტომასი ნაკრებს მწვრთნელის ასისტენტის როლში შეუერთდა.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე ბელგიელმა თომას ვერმალენმა „არსენალში“ (150 მატჩი), „აიაქსში (143), „ვისელ კობეში (57), „ბარსელონაში (53), „ვაალვიკში“ (13) და „რომაში“ (12) მოასწრო ასპარეზობა.

ბელგიელი ხშირ ტრავმიანობას ებრძოდა და კარიერაში მხოლოდ 430 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც 29 გოლი გაიტანა, 11 საგოლე გადაცემა მიითვალა და ასევე მიიღო 62 ყვითელი და 2 წითელი ბარათი.

ბელგიის ნაკრებში ვერმალენის დებიუტი 2006 წლის 1 მარტს შედგა და მას შემდეგ მან 85 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის რანგში ვერმალენმა 28 ტიტულის მოგება მოახერხა.