ავტორიზაცია

მხოლოდ მშობლების თანხმობის შემთხვევაში - ბარსელონა ფატის კიდევ ერთ ოპერაციაზე ფიქრობს

მხოლოდ მშობლების თანხმობის შემთხვევაში - ბარსელონა ფატის კიდევ ერთ ოპერაციაზე ფიქრობს
თარიღი 21 იან 2022, 23:24

"ბარსელონამ" ნახევარმცველ ანსუმანე ფატის მდგომარეობაზე განცხადება გაავრცელა. გამოკვლევის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ბიცეფსის ბარძაყის პროქსიმალურ მყესი დაუზიანდა.

მკურნალობის მეთოდზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღება. As-ის ცნობით, კლუბი განიხილავს ფეხბურთელს ოპერაციის შესაძლებლობას, რათა მოაგვაროს მისი რეგულარული პრობლემები ბარძაყის ბიცეფსთან.

ოპერაციის მომხრეა როგორც "ბლაუგრანას" სამედიცინო, ასევე სამწვრთნელო შტაბიც. საბოლოო გადაწყვეტილება ფატისთან და მის მშობლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღება.

ფატი ესპანეთის თასის 1/8 ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმის გამო შესაძლოა მან დაახლოებით ორ თვემდე გამოტოვოს.