ავტორიზაცია

"სიტის ვერ ვუღალატებ, ყველაფერი მომცა, რაც მინდოდა", - გვარდიოლამ განმარტა, თუ რა შემთხვევაში წავა

"სიტის ვერ ვუღალატებ, ყველაფერი მომცა, რაც მინდოდა", - გვარდიოლამ განმარტა, თუ რა შემთხვევაში წავა
თარიღი 22 იან 2022, 11:44

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ცნობისთვის, ესპანელ სპეციალისტს "ქალაქელებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

"მომავალზე იქამდე არ ვიფიქრებ, სანამ კონტრაქტი ძალაშია. იმდენად კარგი არ ვარ, რათა შორს გავიხედო. ჩემი მომავალი ყოველთვის შედეგებზეა დამოკიდებული და არ ვღელავ".

"გადაწყვეტილებას კლუბთან ერთად მივიღებ, ამაში ეჭვი არ მეპარება. მათ ყველაფერი მომცეს, რაც მინდოდა, ასე რომ ვერ ვუღალატებ. ულამაზო საქციელი იქნებოდა".

"ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება აქ გადმოსვლაზე, ერთად გავახანგრძლივეთ ორჯერ კონტრაქტი - ასე იქნება ახლაც. მთავარი ის არის, რას ფიქრობენ ჩემზე, როგორ ვგრძნობ თავს კლუბში. აქ კარგად და კომფორტულად ვარ".

"როგორც კი სიცარიელეს ან დაღლილობას ვიგრძნობ, მაშინ წავალ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ახლა კარგად ვარ. მიუხედავად ამისა, უკეთესად თამაში შეგვიძლია, ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეუძლია მომატება. არის რაღაცები, რაც არ მომწონს ", - თქვა გვარდიოლამ.