ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავი, რომელსაც ბარსელონამ ფერან ტორესი ამჯობინა

მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავი, რომელსაც ბარსელონამ ფერან ტორესი ამჯობინა
თარიღი 22 იან 2022, 12:12

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, რაჰიმ სტერლინგს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" უნდოდა, მაგრამ კატალონიელებმა "ქალაქელთა" სხვა ფეხბურთელზე გააკეთეს არჩევანი.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, "სიტის" 27 წლის ინგლისელთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

თავად სტერლინგს აქამდე სათამაშო დროის ნაკლებობის გამო გუნდის დატოვება სურდა. ინტერესი "ბარსელონამ" გამოიჩინა, თუმცა კატალონიელებმა მას ფერან ტორესი ამჯობინეს.

მიმდინარე სეზონში რაჰიმმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ფერანი "ბარსაში" ამ ზამთარს გადაბარგდა და "სიტიმ" მის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო მიიღო + 10 მლნ ბონუსები.