ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბი ბერნდ ლენოთი ინტერესდება

პრემიერ ლიგის კლუბი ბერნდ ლენოთი ინტერესდება
თარიღი 22 იან 2022, 12:38

"ნიუკასლი" "არსენალის" გოლკიპერ ბერნდ ლენოთი ინტერესდება, იტყობინება Sky Germany.

გავრცელებული ცნობით, "კაჭკაჭებს" 29 წლის გერმანელის გადაბირება სურთ, რომელმაც აარონ რამსდეილის გუნდში მისვლის შემდეგ "მეთოფეთა" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

როგორც იწერება, ლენოს ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე უფრო შესაძლებელია.

მიმდინარე სეზონში "არსენალის" კიპერმა ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა.