ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი რივერ პლეიტის ფორვარდის ტრანსფერს ათანხმებს

მანჩესტერ სიტი რივერ პლეიტის ფორვარდის ტრანსფერს ათანხმებს
თარიღი 22 იან 2022, 12:42

"მანჩესტერ სიტის" "რივერ პლეიტის" თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ყიდვა უნდა.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, "ქალაქელები" არგენტინელ ფეხბურთელში 16 მილიონ ევროს იხდიან + მრავალმილიონიან ბონუსს.

გავრცელებული ინფორმაციით, "რივერ პლეიტი" მზად არის აღნიშნულ წინადადებას დათანხმდეს. ტრანსფერი დახურვასთან ახლოსაა, დეტალების მოგვარებაღაა დარჩენილი.

ალვარესს "რივერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება. არგენტინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მან 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.