ავტორიზაცია

რეალი ზაფხულში აიაქსიდან გრავენბერხის გადაბირებას გეგმავს

რეალი ზაფხულში აიაქსიდან გრავენბერხის გადაბირებას გეგმავს
თარიღი 22 იან 2022, 12:46

"რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსის" ნახევარმცველის, რაიან გრავენბერხის გადაბირება უნდა, წერს Defensa Central.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ პოლ პოგბასა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ფრანკ კესიზე ("მილანი") უარი თქვა, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან.

მიმდინარე სეზონში გრავენბერხმა 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

19 წლის ჰოლანდიელს ამსტერდამელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, გრავენბერხის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.