ავტორიზაცია

ბარსელონამ თვალი ალექს სანდროს დაადგა

ბარსელონამ თვალი ალექს სანდროს დაადგა
თარიღი 22 იან 2022, 12:51

"ბარსელონა" "იუვენტუსის" მცველის, ალექს სანდროს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერს Fichajes-ი.

ტურინულ გრანდთან ბრაზილიელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

30 წლის სამხრეთამერიკელი უკანახაზელი "ბებერი ქალბატონის" რიგებში 2015 წლის ზაფხულიდან ირიცხება.

მიმდინარე სეზონში სანდრომ "იუვეს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.