ავტორიზაცია

"ველით კიტეიშვილს", - შტურმის მწვრთნელმა ოთარის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

"ველით კიტეიშვილს", - შტურმის მწვრთნელმა ოთარის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
თარიღი 22 იან 2022, 15:47

გრაცის "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა ავსტრიულ პრესასთან საუბარში თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.

"ახლა საქმეები უკვე სწორი კურსით მიდის. როგორც შტურმის ექიმები მეუბნებიან, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა საჭირო იმისთვის, რომ კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესში ჩაერთოს.

ასე რომ, მას თებერვალში ველოდებით. იმედი მაქვს, რომ ოთარის დაბრუნება აღარ გადაიდება", - განაცხადა ავსტრიელმა დამრიგებელმა ქართველი გამთამაშებლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთა ფლეიმეიქერმა ტრავმა მიიღო ევროპა ლიგის შეხვედრაში, "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ. "შავ-თეთრების" ათიანმა სინდესმოზური მყესები გაიწყვიტა.

აქვე დავამატებთ, 25-წლის ჰავბეკი "შტურმში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 110 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 21 ასისტი.