ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეალის კაპიტანი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ოფიციალურად: რეალის კაპიტანი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
თარიღი 22 იან 2022, 19:56

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, მარსელო, „ელჩესთან“ თასის 1/8-ფინალური მატჩის შედეგად 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი უშუალოდ კოპა დელ რეის სამი მატჩით დაისაჯა. ერთ მატჩს მარსელო წითელი ბარათის მიღების გამო გამოტოვებს, კიდევ ორ შეხვედრას კი - არბიტრის გაკრიტიკების გამო. ბარათის მიღების შემდეგ, მან მსაჯს დაუყვირა: „შენ ძალიან ცუდი ხარ.“

შესაბამისად, კაპიტანი „რეალს“ თასის ¼-ფინალში „ბილბაოსთან“ მატჩში ვერ დაეხმარება და ასევე ნახევარფინალურ დაპირისპირებებსაც გამოტოვებს, თუ მადრიდელები ამ სტადიამდე მივიდნენ.

მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან თამაშობს, სადაც „ფლუმინენსედან“ 6.5 მლნ ევროდ გადავიდა. დიდი ალბათობით, ის გუნდში ბოლო სეზონს ატარებს, რადგან კონტრაქტი უმთავრდება.