ავტორიზაცია

ლოსანო: "პოზიციურად რომ შეადარო, ჩვენ ინტერზე ძლიერები ვართ"

ლოსანო: "პოზიციურად რომ შეადარო, ჩვენ ინტერზე ძლიერები ვართ"
თარიღი 22 იან 2022, 20:00

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ირვინ ლოსანომ, მიმდინარე სეზონის სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჩვენ სკუდეტოსთვის ვთამაშობთ, დახუჭობანას კი არა. სეზონი ძალიან გრძელია. თუმცა, ჩვენ ძლიერები ვართ და მაქსიმალური მიზნები უნდა დავისახოთ, თუნდაც „ინტერი“ და „მილანი“ კარგ ფორმაში იყვნენ.

„ინტერისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. რეალურად, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. პოზიციურად რომ შევადაროთ, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს.

ტრავმებმა ძალიან გვავნო. კოვიდმაც ძალიან დაგვარტყა, მე ნამდვილად ვიცი რაზეც ვლაპარაკობ. ამ ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და ფეხბურთსაც ძვირად დაუჯდა.“ - აღნიშნა მექსიკელმა.

„ინტერი“ 50 ქულით სერია ა-ში პირველ ადგილს იკავებს, „მილანი“ (48) და „ნაპოლი“ (46) მის უკან არიან და ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.