ავტორიზაცია

"ადრე თუ გვიან, მათ პრობლემები შეექმნებათ", - ტუხელი აუცრელ ფეხბურთელებზე

"ადრე თუ გვიან, მათ პრობლემები შეექმნებათ", - ტუხელი აუცრელ ფეხბურთელებზე
თარიღი 22 იან 2022, 20:05

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მის გუნდს „ლილთან“ მერვედფინალის შეხვედრაში შესაძლოა აუცრელი ფეხბურთელები ვერ დაეხმარონ.

ასეთი კანონი საფრანგეთმა მიიღო - ქვეყანაში არავაქცინირებული პირები არ დაიშვებიან, განურჩევლად იმისა თუ რა მიზნით სურთ მათ ქვეყანაში შესვლა, გამონაკლისი არ არიან არც სპორტსმენები.

„მათ კარგად იციან, რომ რაღაც მომენტში, გუნდის აუცრელ წევრებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ. დამნაშავეები არიან თუ არა ისინი, რომ არ იცრებიან? არ ვარ დარწმუნებული ამაში, არ ვიცი. მე გადაწყვეტილება ჩემთვის მივიღე, უმეტესობა იცრება.

რაც შეეხება მთლიანად კლუბს, გუნდის იზოლაციის შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მაგალითად ფეხბურთელებს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ. თუ ჩვენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გამოგვაკლდებიან, პრობლემები შეგვექმნება და ამას ვხვდებით.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს „ჩელსის“ ვებ-გვერდი.

პირველი მატჩი „ჩელსისა“ და „ლილს“ შორის 22 თებერვალს ლონდონში გაიმართება, საპასუხო კი - 16 მარტს საფრანგეთში.