ავტორიზაცია

ალაბა 2.0? ბაიერნმა გუნდის მცველს დედლაინი დაუწესა

ალაბა 2.0? ბაიერნმა გუნდის მცველს დედლაინი დაუწესა
თარიღი 22 იან 2022, 20:16

„ბაიერნი“ გუნდის მცველ ნიკლას სულესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს.

AS-ის ინფორმაციით, ამჟამად მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. 26 წლის ფეხბურთელმა „ბაიერნის“ პირველი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

ბავარიულ კლუბს იმედი აქვს, რომ თებერვლის შუა რიცხვებამდე სულესთან შეთანხმებას მიაღწევს და ახალ კონტრაქტზე ხელს მოაწერინებს.

თუ ასე არ მოხდა, „ბაიერნი“ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს და გერმანელი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ანალოგიური რამ მოხდა შარშან დავიდ ალაბას შემთხვევაში - მხარეებმა პირველ ორ თვეში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და „ბაიერნმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს წყვეტს. შედეგად, ფეხბურთელი უფასოდ მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ სულე „ბაიერნში“ „ჰოფენჰაიმიდან“ 2017 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 17 მატჩში 1 ასისტი მიითვალა.