ავტორიზაცია

VIDEO: დრამატული დასასრული - რაშფორდმა მანჩესტერ იუნაიტედს 93-ე წუთზე მოაგებინა

თარიღი 22 იან 2022, 21:03

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემს“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და „მანჩესტერის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 90+3 წუთზე მარკუს რაშფორდმა ედინსონ კავანის პასით გაიტანა და „იუნაიტედს“ უმძიმესი გამარჯვება მოუტანა.

22 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ემიუმ“ 38 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა, „ვესტ ჰემი“ კი 37 ქულით მეხუთეა და ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.