ავტორიზაცია

იბრა: "პსჟ-ს ზრდაში მე დავეხმარე, მე კი არ გავიარე კლუბში ადაპტაცია, ყველაფერი პირიქით მოხდა"

იბრა: "პსჟ-ს ზრდაში მე დავეხმარე, მე კი არ გავიარე კლუბში ადაპტაცია, ყველაფერი პირიქით მოხდა"
თარიღი 22 იან 2022, 21:44

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, „პსჟ-ზე“ ისაუბრა, რომელშიც ის 2012-2016 წლებში თამაშობდა.

„დავეხმარე თუ არა „პსჟ-ს“ ზრდაში? კი, ასი პროცენტით. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობდი.

მე კლუბში მივიტანე ის, რასაც „იუვენტუსში“ და „მილანში“ ვიყავი მიჩვეული. „პსჟ-ში“ ადაპტაცია მე კი არ გავიარე, ყველაფერი პირიქით მოხდა.“ - აღნიშნა შვედმა L’Equipe-სთან საუბარში.

პარიზული გუნდის მაისურით იბრაჰიმოვიჩმა 180 მატჩი ჩაატარა და 156 გოლი და 61 საგოლე გადაცემა მიითვალა. გარკვეული დროის მანძილზე ის „პსჟ-ს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც იყო, სანამ ედინსონ კავანი (301 მატჩი - 200 გოლი) გადაასწრებდა.