ავტორიზაცია

ჰოფენჰაიმთან მატჩში ერლინგ ჰოლანდმა მორიგი ტრავმა მიიღო

ჰოფენჰაიმთან მატჩში ერლინგ ჰოლანდმა მორიგი ტრავმა მიიღო
თარიღი 22 იან 2022, 21:59

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ბუნდესლიგის მე-20 ტურში მორიგი ტრავმა მიიღო.

„ჰოფენჰაიმთან“ მატჩის (3:2) 62-ე წუთზე, ნორვეგიელი გაზონზე ჩამოჯდა და ცვლილება ითხოვა, მის ნაცვლად მოედანზე აქსელ ვიტსელი გამოჩნდა.

მოედნიდან გასვლისას, ჰოლანდს ხელი ბარძაყის კუნთზე ედო - სავარაუდოდ, საქმე გაჭიმულობასთან არის, რის გამოც ფეხბურთელებს 3-4 კვირა მაინც უცდებათ ხოლმე.

თუმცა, ამ მომენტისთვის, ტრავმის ზუსტი სიმძიმე ცნობილი არ არის, ყველაფერი დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება.

მიმდინარე სეზონში ეს ჰოლანდისთვის პირველი ტრავმა არ არის, მან ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა თავი 16 გოლით და 5 ასისტით მაინც გამოიჩინა.