ავტორიზაცია

VIDEO: ედინ ჯეკომ 90-ე წუთზე ინტერი ქულების მოულოდნელ დაკარგვას გადაარჩინა

თარიღი 22 იან 2022, 23:10

სერია ა-ს 23-ე ტურში „ინტერმა“ შინ „ვენეცია“ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მე-19 წუთზე ჰენრის გოლს ნიკო ბარელამ 40-ზე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე ედინ ჯეკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ინტერს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

22 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ინტერი“ 53 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მისი უახლოესი მდევარი „მილანია“ 48 ქულით, შემდეგ კი 46 ქულით „ნაპოლი მოდის.