ავტორიზაცია

VIDEO: თურმე ისინიც ადამიანები ყოფილან - სიტიმ სტუმრად საუთჰემპტონს ვერ მოუგო

თარიღი 22 იან 2022, 23:34

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „მან სიტიმ“ სტუმრად „საუთჰემპტონთან“ ქულები დაკარგა.

შეხვედრა „სენტ მერი სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-7 წუთზე „სოტონმა“ უოკერ-პეტერსის გოლით გახსნა, „სიტიმ“ კი წონასწორობის აღდგენა 65-ე წუთზე აიმერიკ ლაპორტის დარტყმით აღადგინა.

გვარდიოლას გუნდმა 23 მატჩის შემდეგ 57 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლივერპულს“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა მერსისაიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.