ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა წინ გაჭრის შანსი მიიღო - სევილიამ შინ სელტას ვერ მოუგო

თარიღი 22 იან 2022, 23:40

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურში „სევილია“ შინ „სელტას“ დაუზავდა.

შეხვედრა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველივე ტაიმში ჩერვისა და იაგო ასპასის გოლებით „სელტა“ სენსაციურად 2:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში პაპუ გომესის და ოლივერ ტორესის გოლების ხარჯზე „სევილიამ“ თამაშში დაბრუნება მოახერხა და თამაშის მოსაგებად დაახლოებით 20 წუთიც ჰქონდა, თუმცა მატჩში გოლი აღარ გასულა.

„სევილიამ“ ზედიზედ მეორედ ფრე ითამაშა და „რეალთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა თუ ხვალ მადრიდელები საკუთარ მატჩს მოიგებენ, წინ 6 ქულით გაჭრასაც მოახერხებენ, „სელტა“ კი 27 ქულით მე-11 ადგილზეა.