ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ვისურვებდი, რომ ლივერპულს 40 ქულით ვუსწრებდე"

გვარდიოლა: "ვისურვებდი, რომ ლივერპულს 40 ქულით ვუსწრებდე"
თარიღი 23 იან 2022, 01:39

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ქალაქელები“ პრემიერ ლიგას 23 მატჩში მოპოვებული 57 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ლივერპულს“, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით უსწრებს.

„ვისურვებდი „ლივერპულს“ 40 ქულით ვუსწრებდე, მაგრამ იანვარში ეს შეუძლებელია. ასეთ უპირატესობას არც კი ველოდი.

ახლა შესვენება იქნება, რის შემდეგაც საუკეთესო ფორმაში დავბრუნდებით.“ - აღნიშნა ესპანელმა.

„საუთჰემპტონთან“ მოპოვებული ქულა გვარდიოლასთვის პრემიერ ლიგაში მე-500 აღმოჩნდა, რაც მისი „სიტიში“ დანიშვნის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.