ავტორიზაცია

ალეგრი: "ჯერჯერობით, ოთხეულის არცერთი გუნდი არ დაგვიმარცხებია და ჩემპიონობაზე ფიქრი აზრს მოკლებული იქნება"

ალეგრი: "ჯერჯერობით, ოთხეულის არცერთი გუნდი არ დაგვიმარცხებია და ჩემპიონობაზე ფიქრი აზრს მოკლებული იქნება"
თარიღი 23 იან 2022, 01:46

სერია ა-ს 23-ე ტურში „მილანთან“ მატჩის წინ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

„წარმატებული პერიოდი გვაქვს, თუმცა გზა ხანგრძლივია და წინ ბევრი მატჩი გვაქვს. „მილანს“ ცხრილში ჩამოვრჩებით და ხვალ კარგი მატჩი იქნება. მნიშვნელოვანი შეხვედრაა და კარგად უნდა ვითამაშოთ.

„მილანმა“ ბოლო წელიწადნახევარი კარგად ჩაატარა და პიოლი ქებას იმსახურებს, მისი გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის.

ჩვენ თებერვლის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში უნდა შევიდეთ. ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ შეუძლებელია - ეს აზრს მოკლებული იქნება. შევეცდებით პირველ ოთხეულს დავეწიოთ, თუმცა ჯერჯერობით ოთხეულის არცერთი გუნდი არ დაგვიმარცხებია, ხვალ კი მის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვხვდებით და შეიძლება, ეს ჩვენთვის ამ ფაქტის გამოსწორების შანსი იყოს.

„მილანმა“ სწორი მუშაობა დაგეგმა, სწორი ფეხბურთლები შეარჩია და ახლა იგებს და ჩემპიონობისთვის იბრძვის.“ - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.

მატჩი „მილანი“ – „იუვენტუსი“ სტადიონ „სან სიროზე“ უკვე დღეს, 23 იანვარს, 23:45 საათზე გაიმართება.