ავტორიზაცია

ტოტენჰემის მცველი: "კონტე ყველაფერს გვიკონტროლებს, დაწყებული ვარჯიშებით და დამთავრეული კვებითა და ძილით"

ტოტენჰემის მცველი: "კონტე ყველაფერს გვიკონტროლებს, დაწყებული ვარჯიშებით და დამთავრეული კვებითა და ძილით"
თარიღი 23 იან 2022, 01:51

„ტოტენჰემის“ კოლუმბიელმა მცველმა, დევინსონ სანჩესმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამუშაო მეთოდებზე ისაუბრა.

სანჩესის თქმით, იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს პატარა წვრილმანებსაც უკონტროლებს.

„ის მართლა ძალიან ბევრს ითხოვს, დაწყებული ვარჯიშებით და დამთავრებული კვებითა და ვარჯიშით. 

ეს ყველაფერი ჩვენს შესაძლებლობებზე და შრომისუნარიანობაზე ისახება. უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მოედანზე თავი გამოვიჩინოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, შეგრძნება ძალიან იცვლება.

ამის დამსახურებით, ნელ-ნელა თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობ.“ - აღნიშნა სანჩესმა.

ამ ეტაპისთვის პრემიერ ლიგაში „ტოტენჰემი“ მეექვსე ადგილს იკავებს, თუმცა თუ ყველა თავის გადადებულ შეხვედრას მოიგებს, გუნდი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.