ავტორიზაცია

ატლეტიკომ იანვრისთვის იმაზე მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე მთელ წინა სეზონში

ატლეტიკომ იანვრისთვის იმაზე მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე მთელ წინა სეზონში
თარიღი 23 იან 2022, 01:54

სიმეონეს გუნდის კრიზისი გრძელდება.

ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ კედლებში „ვალენსიასგან“ ორი გოლი მიიღო (მიმდინარე).

როგორც OptaJose იტყობინება, „როხიბლანკოსისთვის“ ეს ყველა ტურნირის ჩათვლით ამ სეზონში უკვე 36-ე გაშვებული გოლია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა მთელ გასულ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით საკუთარ კარში 35 გოლი მიიღო, ახლა კი 36 აქვს გაშვებული და ჯერ კიდევ შუა სეზონია და უამრავი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

გასულ სეზონში სიმეონეს გუნდმა 7-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგა მოიგო, როცა „რეალი“ ჩამოიტოვა, ახლა კი მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერს 16 ქულით ჩამორჩება.