ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი მატჩი ვანდაზე - ატლეტიკო ვალენსიასთან 0:2-ს აგებდა, თუმცა მატჩი ბოლო წუთებზე შემოატრიალა და მოიგო

თარიღი 23 იან 2022, 02:06

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურში „ატლეტიკომ“ საკუთარ კედლებში დრამატულ მატში „ვალენსიას“ მოუგო.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი „ვალენსიამ“ მუსას (25’) და უგო დუროს (44’) გოლებით მოიგო და „ატლეტიკო“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

თუმცა, სიმეონეს გუნდი არ დანებდა და მეორე ნახევარში საოცარი ქამბექიც შესთავაზა გულშემატკივარს - 64-ე წუთზე კუნიამ სხვაობა შეამცირა, 91-ზე კორეამ ანგარიში გაათანაბრა, 93-ზე კი მარიო ერმოსომ გამარჯვების გოლიც გაიტანა და „ატლეტიკოს“ საოცარ სტილში ქამბექი გაუფორმა.

„როხიბლანკომ“ პრიმერაში 36 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს, „ვალენსიამ“ კი ზედიზედ მე-4 მატჩ ვერ მოიგო და 29 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.