შოტლანდია VS საქართველო. მატჩის წინ

საქართველოს ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. დღეს, ჩვენი გუნდი შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
GOAL.GE ამ მეტად პრინციპული შეხვედრის პრევიუს გთავაზობთ.
შაბათი, გლაზგო, სტადიონი "აირბოქსი", 20:00 საათი, არბიტრი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი).
საქართველოს ნაკრები დღეს შოტლანდიელებთან მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებს. მათ სხვა გზა არც აქვთ, რადგან შესარჩევის პირველი მატჩი თბილისში ირლანდიასთან ანგარიშით 1-2 დათმეს.
გუშინ, ქართველებმა რიგით მეოთხე ვარჯიში "პარტიკის" სტადიონზე ჩაატარეს. ამჟამად, ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდს, ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეურთდა გიორგი ჭანტურია. ასევე, სრული დატვირთვით ივარჯიშა ჯანო ანანიძემაც. ამ უკანასკნელმა წინა ვარჯიში მიკროტრავმის გამო გამოტოვა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება თორნიკე ოქრიაშვილიც, რომელსაც ერთი კვირა გაუცდა ტრავმის, გამო თუმცა ახლა სრულ მზადყოფნაშია. საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი დანაკლისი გურამ კაშიაა, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარება თავის გუნდს. ასევე, ლაზარეთში იმყოფება "ემპოლის" ფორვარდი - ლევან მჭედლიძე.
ხოლო, ისეთი ფეხბურთელების სია, რომლებიც წინა მატჩში არ მონაწილეობდნენ, ახლა კი ქეცბაიამ იხმო, შემდეგია: პაპუნაშვილი, პაპავა, მიგინეიშვილი, ჭანტურია, დვალიშვილი.
რაც შეეხება ირლანდიის ნაკრებს, ჯერ გადაწყვეტილი არაა ვინ დაიცავს ბრიტანელების კარს საქართველოსთან შეხვედრაში: მარშალი თუ გორდონი. როგორც ცნობილი გახდა, დიდი ალბათობით რობერტსონი ვიტტაკერს ჩაანაცვლებს მარცხენა მცველის პოზიციაზე. ქართველები ყველაზე დიდ საფრთხეს "ევერტონის" ფორვარდისგან - ნეისმიტისგან უნდა ელოდნენ. დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ შეხვედრას მალგრიუ გამტოვებს.
სავარაუდო შემადგენლობები
შოტლანდია: მარშალი - ჰუტონი, რობერტსონი, ჰენლი, მარტინი - მორისონი, ფლეტჩერი - ბანნანი, ანია, მაკარტური - ნეისმიტი.
საქართველო:ლორია - ლობჯანიძე, ხუბუტია, რეხვიაშვილი, კვირკველია - კანკავა, დაუშვილი - ოქრიაშვილი, ანანიძე, თარგამაძე - მჭედლიძე.
საინტერესო ფაქტები:
წარსულში საქართველოს ნაკრები სულ ორჯერ დაუპირისპირდა შოტლანდიას. პირველ მათგანში, 2007 წლის 24 მარტს ბრიტანელებმა 2-1 იმარჯვეს. იმავე წლის 17 ოქტომბერს მჭედლიძისა და სირაძის გოლებით საკუთარ მოედანზე ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 2-0 მოიგო.
ქართული და შოტლანდიური კლუბები ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შორეულ 1956 წლეს მოხდა, როცა "სელტიკმა" უეფას ერთ-ერთ ტურნირზე ბათუმის "დინამო" გასვლით შეხვედრაში 3-2, ხოლო საკუთარ მოედანზე კი 4-0 დაამარცხა.
დღეს, ჯანო ანანიძეს 22 წელი შეუსრულდა.
GOAL.GE
კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE - სთვის.