ავტორიზაცია

სად იმუშავებს შევჩენკო? - უკრაინელის მომავალი იანვრის ბოლომდე გადაწყდება

სად იმუშავებს შევჩენკო? - უკრაინელის მომავალი იანვრის ბოლომდე გადაწყდება
თარიღი 23 იან 2022, 11:25

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ცეზარი კულეშამ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს 31 იანვარს ეროვნულ სტადიონზე წარადგენენ.

როგორც Tribuna.com Sportowe Fakty-ზე დაყრდნობით იუწყება, ამ თანამდებობაზე მთავარ კანდიდატებად ანდრეი შევჩენკო და ადამ ნავალკა ითვლებიან, თუმცა უკრაინელი ფავორიტად ითვლება.

კულეშა რუსულად საუბრობს, ამიტომ უკრაინელი მისთვის პრიორიტეტულია. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალისტის ხელფასის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

შევჩენკოს 2,3-2,5 მილიონი ევროს გამომუშავება სურს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ შევჩენკოს კანდიდატურაზე უარი თქვა, რადგან მას წელიწადში 3 მილიონი ევროს გამომუშავება სურდა.

ახლა განიხილება ისეთი მოდელი, როგორიც შევჩენკოს ჰქონდა უკრაინის ნაკრებში, სადაც ფედერაციამ 3 მილიონი დოლარის ხელფასიდან მხოლოდ 720 000 გადაიხადა, დანარჩენი მწვრთნელმა სპონსორებისგან მიიღო.