ავტორიზაცია

ანჩელოტიმ თავისი შეგირდი გამოარჩია: "ასეთი ფეხბურთელები მსოფლიოში აღარ არიან"

ანჩელოტიმ თავისი შეგირდი გამოარჩია: "ასეთი ფეხბურთელები მსოფლიოში აღარ არიან"
თარიღი 23 იან 2022, 11:51

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის საყრდენი ნახევარმცველის, კარლოს კაზემიროს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კაზემიროს ანალოგს თუ ვეძებთ, ვერ ვიპოვით, რადგან ასეთი ფეხბურთელი მსოფლიოში აღარ არსებობს. ის უნიკალური მოთამაშეა, მაგრამ სხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეს ასევე შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.

მაგალითად კამავინგა, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ბურთის ფლობის საკითხში, თუმცა ჯერ არ გააჩნია ისეთი ტაქტიკური უნარ-თვისებები, როგორიც კაზემიროს აქვს.

არასდროს მყოლია კაზემიროს ტოლი საყრდენი ნახევარმცველი. პირლოსთან ვმუშაობდი, მაგრამ მას განსხვავებული მახასიათებლები ჰქონდა. მწვრთნელმა იცის, რომ თითოეულ მოთამაშეს უნდა მოერგოს.

თუ კაზემირო თამაშობს, მაშინ მას შეთამაშებისთვის ორი მოთამაშე სჭირდება, როგორიც კროოსი და მოდრიჩია, ეს აშკარაა", - განაცხადა ანჩელოტიმ ბრაზილიელის შესახებ.