ავტორიზაცია

ფოტო: ლაპორტის ფეხი არმსტრონგის საშინელი დარტყმის შემდეგ

ფოტო: ლაპორტის ფეხი არმსტრონგის საშინელი დარტყმის შემდეგ
თარიღი 23 იან 2022, 14:53

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "საუთჰემპტონს" დაუზავდა (1:1). თამაშის 79-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველი, სტიუარტ არმსტრონგი "მანჩესტერ სიტის" მცველ, ემერიკ ლაპორტს წვეტიანი ბუცებით თეძოში ჩაუვარდა.

მსაჯმა, საიმონ ჰუპერმა არმსტრონგს ყვითელი ბარათი უჩვენა. VAR-მა შეისწავლა ეპიზოდი და დაამტკიცა ჰუპერის გადაწყვეტილება. ლაპორტმა მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა ჭრილობის სურათი ბარძაყზე, რომელიც არმსტრონგმა მას წვეტით დაუტოვა.

"მადლობა სუვენირისთვის, lol", - დაწერა მცველმა ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ ლაპორტი ახლოს იყო "ბარსელონაში" გადასვლასთან, თუმცა ის საბოლოოდ "სიტიში" დარჩა.