ავტორიზაცია

ფოტო, რომელიც ლივერპულის ფანებს თვალებს უწვავს - ჯერარდი ევერტონის ფორმაში

ფოტო, რომელიც ლივერპულის ფანებს თვალებს უწვავს - ჯერარდი ევერტონის ფორმაში
თარიღი 23 იან 2022, 15:25

"ლივერპულის" ცოცხალ ლეგენდას, სტივენ ჯერარდს "ევერტონთან" დაკავშირებით საინტერესო ისტორია აქვს. ის ინგლისური "Daily Mirror"-ის წყალობით ამოტივტივდა.

ერთ დროს ტაბლოიდმა ჯერარდის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის "ევერტონის" ფორმაშია გამოწყობილი. თავად ინგლისელი მთავარი მწვრთნელის კომენტარი ასეთია:

"ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო მონტაჟი. ეს არის 1987 წელს გადაღებული უიშვიათესი ფოტო, სადაც მე ვდგავარ ევერტონის ფორმით და ეს ზეიმზე წასავლელი კოსტუმი არ არის.

როდესაც ექვსი წლის ვიყავი, დედაჩემის ძმამ, ლესლიმ წამიყვანა ევერტონის ლიგის თამაშებზე, სადაც გავიმარჯვე სათამაშო პროგრამის ლატარეაში და პრიზი იყო სუვენირული ფოტო კლუბის თასებით", - იხსენებს ჯერარდი.