ავტორიზაცია

"მესის მეგობრები, რომლებმაც აწყობილი ატლეტიკო თავდაყირა დააყენეს", - Marca მადრიდული კლუბის შესახებ

"მესის მეგობრები, რომლებმაც აწყობილი ატლეტიკო თავდაყირა დააყენეს", - Marca მადრიდული კლუბის შესახებ
თარიღი 23 იან 2022, 16:45

მადრიდის "ატლეტიკოს" გასახდელში განწყობა ნულამდე დაეცა - მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, გუნდი ლა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

დიეგო სიმეონეს გუნდი მადრიდის "რეალს" 13 ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა, დიდი გაჭირვებით გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, გამოვარდა ესპანეთის თასიდან.

მაგრამ საქმე მხოლოდ შედეგებს არ ეხება. Marca-ს ცნობით, კლუბის გასახდელში ატმოსფერო ძალიან დაზარალდა ზაფხულის ტრანსფერებისა და ფეხბურთელების რამდენიმე ჯგუფად დაყოფის გამო.

ზაფხულში მადრიდელებმა 35 მილიონ ევროდ "უდინეზედან" როდრიგო დე პაული შეიძინეს, ასევე განათხოვრების წესით ანტუან გრიზმანი "ბარსელონადან" დააბრუნეს.

ამბობენ, რომ გუნდის ვეტერანებს არ მოეწონათ დე პაულის საქციელი - ის თითქოს მხოლოდ ლუის სუარესთან ურთიერთობს, რადგან ორივე ლეო მესისთან მეგობრობს.

თავად სუარესიც არ გამოიყურება ისე ბედნიერად, როგორც ერთი წლის წინ იყო. გრიზმანი კარგად მოერგო კლუბს კაპიტან კოკესთან მეგობრობის წყალობით, მაგრამ არის ერთი საინტერესო დეტალი:

ამბობენ, რომ დიეგო სიმეონე ფრანგს მაღალი ხელფასის გამო ხშირად ამჯობინებს უფრო სტაბილურ ანხელ კორეას. შეადარეთ: ამ სეზონში კორეამ ლა ლიგის 1164 წუთში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გრიზმანმა 1148 წუთი, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ტრავმის გამო ანტუანს დეკემბრის შუა რიცხვებიდან არ უთამაშია. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ კორეა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი ფეხბურთელია გასახდელში.

მხოლოდ ახალბედები არ არიან დამნაშავეები. Marca-ს თქმით, გასახდელში სულ მცირე ორი ცალკე ჯგუფია. ესენი არიან ბალკანეთის ნახევარკუნძულის მოთამაშეები: იან ობლაკი, შიმე ვრსალკო, სტეფან სავიჩი და ივან საპონიჩი.

სხვები - პორტუგალიურენოვანი მოთამაშეები: ჟოაო ფელიქსი, რენან ლოდი, მათეუს კუნია, ფელიპე, ასევე იანიკ ფერეირა კარასკო და ტომას ლემარი, რომლებიც მათ შეუერთდნენ.

ამ მოთამაშეებიდან ზოგიერთი უკმაყოფილოა თავისი ამჟამინდელი როლით და არ მალავს თავის იმედგაცრუებას, მაგალითად, ჰექტორ ერერას, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, დიეგო სიმეონემ კლუბს ურჩია, რომ არ დატოვონ იგი.