ავტორიზაცია

ლინგარდი მზად არის იუნაიტედი ზამთარში დატოვოს, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით

ლინგარდი მზად არის იუნაიტედი ზამთარში დატოვოს, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით
თარიღი 23 იან 2022, 19:19

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი მზადაა გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

თუმცა, Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი მხოლოდ იჯარას განიხილავს და „იუნაიტედის“ პერმანენტულად დატოვება ამ ეტაპზე არ სურს.

ლინგარდს სეზონის ბოლოს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი ეწურება და ამიტომ, მას არ სურს იანვარში ხანგრძლივვადიანი სატრანსფერო გეგმების დაწყობა და მზადაა გუნდი მხოლოდ იჯარით დატოვოს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ის დაფიქრდება, თუ როგორ განავითაროს თავისი მომავალი.

2021 წლის სექტემბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო - ლინგარდს სურს დარწმუნებული იყოს, რომ მომავალში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლინგარდის გადაბირება „ნიუკასლს" სურს, რომელიც ამჟამად გადარჩენისთვის იბრძვის.