ავტორიზაცია

ბენზემა: "ის, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთში ვერ ერკვევა"

ბენზემა: "ის, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთში ვერ ერკვევა"
თარიღი 23 იან 2022, 19:26

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ, ლეო მესის კრიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც წელს ხშირად უხსენებენ იმას, რომ ლიგა 1-ში დღემდე მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

„როგორ შეიძლება მესიმ წარმატებას ვერ მიაღწიოს? ახლა მას ადაპტაციის პერიოდი აქვს, ამიტომ ბევრი გოლი ვერ გააქვს.

თუმცა, შეხედეთ, რას აკეთებს ის მოედანზე. ასეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ის, ვინც მესის აკარიტიკებს, ფეხბურთში ვერ ერკვევა.“ - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა.

მესი „პსჟ-ში“ „ბარსელონადან“ 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მას შემდეგ, 34 წლის არგენტინელმა ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბენზემა და მესი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან.