ავტორიზაცია

მარკინიოსი: "მესი პარიზში შვებულებაში ნამდვილად არ ჩამოსულა, ის აქ პოტენციალს ხედავს"

მარკინიოსი: "მესი პარიზში შვებულებაში ნამდვილად არ ჩამოსულა, ის აქ პოტენციალს ხედავს"
თარიღი 23 იან 2022, 19:33

„პსჟ-ს“ მცველმა, მარკინიოსმა, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

„თუ ასეთი ფეხბურთელებიც ჩამოდიან პარიზში, ესეიგი ისინი ნამდვილად ხედავენ აქ პოტენციალს და შვებულებისთვის აქ არ მოსულან.

მესი „პსჟ-ში“ პოტენციალს ხედავს, ეს მისთვის ახალი საკლუბო ტიტულების მოგების კარგი შესაძლებლობაა.“ - ციტირებს მარკინიოსის სიტყვებს Telefoot.

ლეო პარიზში „ბარსელონადან“ 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მას შემდეგ, 34 წლის არგენტინელმა ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.