ავტორიზაცია

ერთთვიანი პაუზის შემდეგ - ლეო მესი პსჟ-ს განაცხადში მოხვდა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ - ლეო მესი პსჟ-ს განაცხადში მოხვდა
თარიღი 23 იან 2022, 19:42

„პსჟ-მ“ ლიგა 1-ს 22-ე ტურში „რეიმსთან“ მატჩის განაცხადი დაასახელა.

მატჩის შემადგენლობაში ერთთვიანი პაუზის შემდეგ ლეო მესი მოხვდა, რომელმაც ახლახანს კორონავირუსი გადაიტანა. უკანასკნელად, მესი მოედანზე გასული წლის 22 დეკემბერს, „ლორიანთან“ მატჩში (1:1) გავიდა.

„პსჟ-ს“ განაცხადი: ნავასი, ფრანკი, ლავალე, კიმპემბე, რამოსი, მარკინიოსი, დანილო, დაგბა, ერერა, კერერი, მენდეში, ვერატი, დრაქსლერი, ებიმბე, სიმონსი, მიშუ, პარედესი, დი მარია, მესი, მბაპე, იკარდი.

22-ე ტურის მატჩი „პსჟ“ – „რეიმსი“ დღეს, 23 იანვარს სტადიონ „პარკ დე პრენსზე“, პარიზში გაიმართება თბილისის დროით 23:45 საათზე.