ავტორიზაცია

ჯეიმი კარაგერი: "მესიმ ინსტაგრამზე პირადად მომწერა და ვირი მიწოდა"

ჯეიმი კარაგერი: "მესიმ ინსტაგრამზე პირადად მომწერა და ვირი მიწოდა"
თარიღი 23 იან 2022, 19:46

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, გაიხსენა სმს-შეტყობინება, რომელიც მას „პსჟ-ში“ ახალგადასულმა ლეო მესიმ მისწერა.

„მესი ჩემით უკმაყოფილოა. სეზონის დასაწყისში, ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ემიუსთვის“ იდეალური ტრანსფერი არ მგონია.

მაგალითად მესი მოვიყვანე, რადგან არც მისი „პსჟ-ში“ გადასვლა მგონია პარიზელთათვის სასარგებლო ტრანსფერი. ამის შესახებ Monday Night Football-ის ეთერში ვთქვი, შემდეგ კი „ინსტაგრამზე“ შეტყობინება მივიღე. მე თვით მესიმ მომწერა.

პირადი შეტყობინებების ჩვენებას არ ვაპირებ, მაგრამ მან ვირი მიწოდა! მესი Monday Night Football-ს უყურებს. იმედია, ამ გადაცემასაც უყურებს ახლა, იმიტომ რომ ლეო, მე შენ მიყვარხარ.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.

მესი „პსჟ-ში“ „ბარსელონადან“ 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მას შემდეგ, 34 წლის არგენტინელმა ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.