ავტორიზაცია

არსენალმა ემირეითსზე პრემიერ ლიგის ბოლოადგილოსანი ვერ დაამარცხა

არსენალმა ემირეითსზე პრემიერ ლიგის ბოლოადგილოსანი ვერ დაამარცხა
თარიღი 23 იან 2022, 20:32

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „არსენალმა“ შინ „ბარნლის“ წინააღდმეგობა ვერ დაძლია.

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

„არსენალმა“ მეტოქის კარისკენ 20-ჯერ გაისროლა, საიდანაც 5 დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, „ბარნლიმ“ კი 10 დარტყმა განახორციელა, თუმცა ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

თუმცა, გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა და შეხვედრა ლოგიკურ ფრედ დასრულდა.

„არსენალმა“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო და 36 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს, „ბარნლი“ კი 12 ქულით ბოლო პოზიციაზეა.