ავტორიზაცია

ვან დეიკი: "ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს"

ვან დეიკი: "ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს"
თარიღი 23 იან 2022, 20:37

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „კრისტალ პალასთან“ მოგებული (3:1) შეხვედრა შეაფასა, რომელშიც ნიდერლანდელმა მცველმა გოლი გაიტანა.

„ადვილი არ იყო, თუმცა შედეგი ასე თუ ისე ჩვენზე იყო დამოკიდებული. პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქეს ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მივეცით, მეორე ნახევარში კი ვერ ვიგებდით ორთაბრძოლებს ისე, როგორც საჭიროა. თუმცა საბოლოოდ, სტუმრად სამი ქულა მოვიპოვეთ.

ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა.

რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფთ იმას, რომ ჩემპიონობის იმედი ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, მატჩიდან მატჩამდე მივდივართ. ეს ცოტა მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ ასეც არის.

არ ვუყურებთ იმას, რს შვრება „მანჩესტერ სიტი“, ამის მიზეზი არ გვაქვს. წინ ბევრი მატჩია და ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.“ - აღნიშნა ვან დეიკმა.