ავტორიზაცია

ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?!

ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?!
თარიღი 23 იან 2022, 20:43

ცნობილი გახდა „მანჩესტერ სიტის“ და კრიშტიანუ რონალდუს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები, რომელიც გასულ ზაფხულს შედგა.

The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი „ქალაქელებთან“ მოლაპარაკებებს მართავდა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, რომელშიც იმ დროს რონალდუ იმყოფებოდა, ეგონათ, რომ ის სწორედ „სიტიში“ აღმოჩნდებოდა.

თუმცა, უშუალოდ ტრანსფერის წინ კრიშტიანუს ეჭვები გაუჩნდა, რადგან გრძნობდა, რომ „სიტიში“ მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნებოდა.

შემდეგ, „მან სიტიც“ დაეჭვდა ასეთი ტრანსფერის საჭიროებაში. თვდაპირველად კლუბი ფიქრობდა, რომ რაჰიმ სტერლინგი „ბარსელონაში“ წავიდოდა, რად რონალდუს გამოუთავისუფლებდა ადგილს, თუმცა ინგლისელმა დარჩენა გადაწყვიტა.

„მან სიტის“ არც რიად მაჰრეზის და ბერნარდუ სილვას თაობაზე ჰქონდა შემოთავაზებები, რომელთა გაყიდვასაც კლუბი აქტიურად განიხილავდა. ამ პირობებში, პეპ გვარდიოლა დაეჭვდა, რომ რონალდუს ადგილი მისი გუნდის სასტარტოში იქნებოდა.

მანჩესტერულ გრანდთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, რომ მოლაპარაკებები კლუბის ინიციატივით შეწყდა, თუმცა „იუნაიტედის“ აზრით, კლუბი ამით უბრალოდ თავს იმართლებს.

ამ სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 24 მატჩ ჩაატარა და 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.