ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი მატჩი და დრამა ბერნაბეუზე! რეალი 0:2 აგებდა და მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა

თარიღი 23 იან 2022, 21:17

ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ელჩესთან“ მარცხს გადაურჩა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

სტუმრები ბოიეს და მილას გოლებით 76-ე წუთისთვის 2-0 იგებდნენ, თუმცა „რეალმა“ თამაშის გადარჩენა მოახერხა - 82-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 90+2 წუთზე კი ედერ მილიტაომ ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ თავურით მოახერხა „ელჩეს“ კარის აღება და „რეალს“ ქულა გადაურჩინა.

საინტერესოა, რომ პირველ ნახევარში კარიმ ბენზემამ „რეალში" პირველად თერთმეტმეტრიანი გააცუდა. 

„რეალმა“ 50 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „სევილიასთან“ 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, „ელჩე“ კი 23 ქულით მე-15 ადგილზეა.