ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ ბრიჯზე ტოტენჰემს მოუგო და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

თარიღი 23 იან 2022, 22:30

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართული ლონდონური დერბი მოიგო.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი „ჩელსიმ“ მეორე ნახევარში გაიტანა - 47-ე წუთზე ანგარიში ჰაკიმ ზიეჩმა გახსნა, 55-ზე კი ტიაგო სილვამ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ჩელსიმ“ 47 ქულა დააგროვა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ამჟამად ტუხელის გუნდი მე-3 პოზიციას იკავებს და „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

„ტოტენჰემი“ კი 20 მატჩის შემდეგ 36 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, თუმცა ოთხივე გადადებულ მატჩს თუ მოიგებს, მესამეზე აღმოჩნდება.