ავტორიზაცია

VIDEO: წინ ზედიზედ მეათე ჩემპიონობისკენ - ბაიერნმა სტუმრად ჰერტა გაანადგურა

თარიღი 23 იან 2022, 22:35

ბუნდესლიგის მე-20 ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად დედაქალაქელი „ჰერტა“ გაანადგურა.

შეხვედრა „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმარტა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

„ბაიერნის“ რიგებში გოლები ტოლისომ, მიულერმა, სანემ და გნაბრიმ გაიტანეს, „ჰერტამ“ კი ეკელენკამპის ძალებით მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და 20 ტურის შემდეგ 49 ქულით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, მეორეადგილოსანი „დორტმუნდი“ 6 ქულით უკან არის.