ავტორიზაცია

ინსინიე ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია - მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია

ინსინიე ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია - მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია
თარიღი 23 იან 2022, 23:03

სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ“ „სალერნიტანა“ 4:1 გაანადგურა.

გუნდის მე-4 გოლი ამ შეხვედრაში ლორენცო ინსინიემ გაიტანა, რომელმაც 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

იტალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე, „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე გატანილი 115 გოლია და ამ შედეგით მან დიეგო არმანდო მარადონას რეკორდი გაიმეორა.

ერთ დროს, მარადონა „ნაპოლის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა შემდეგ ორმა ფეხბურთელმა გადაასწრო.

ამჟამად, ინსინიეს მხოლოდ მარეკ ჰამშიკი (121) და დრის მერტენსი (144) უსწრებენ. ბელგიელი „ნაპოლიში“ თამაშს დღემდე აგრძელებს და ინსინიესთვის, რომელიც სეზონის გუნდს ტოვებს, მისი გადასწრება პრაქტიკულად არარეალურია.

იტალიელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს და სეზონის ბოლოს სათამაშოდ კანადურ „ტორონტოში“ გადავა.