"არ დაუჯეროთ ფეიკ ნიუსებს", - ფაბრიციო რომანო რონალდუს მომავალზე წერს
ბოლო დროს, კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით პრესაში სხვადასხვანაირი ინფორმაცია ვრცელდება.
ბრიტანული გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბედნიერი არ არის და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის. თუმცა, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ინსაიდერი სოციალურ ქსელში გვთავაზობს:
„არ დაუჯეროთ ფეიკ ნიუსებს, თითქოს კრიშტიანუ რონალდუ ბედნიერი არ არის ან უკვე გეგმავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას.
მას მხოლოდ შემდეგ თამაშებზე/ თვეებზე სურს კონცენტრირება და სეზონის ბოლომდე „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ბრძოლას აპირებს.“ - წერს რომანო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუნაიტედში“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ გასულ ზაფხულს, „იუვენტუსიდან“ დაბრუნდა.