ავტორიზაცია

ბაიერნი ფრენკი დე იონგის შეძენას აპირებს? ბავარიული გუნდის პრეზიდენტმა ჰოლანდიელისადმი ინტერესზე ისაუბრა

ბაიერნი ფრენკი დე იონგის შეძენას აპირებს? ბავარიული გუნდის პრეზიდენტმა ჰოლანდიელისადმი ინტერესზე ისაუბრა
თარიღი 24 იან 2022, 01:08

ესპანური გამოცემა Marca გუშინ გამოვიდა ნომრით, რომელშიც წერდა, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენა სურს.

ხსენებული წყარო იტყობინება, რომ ბავარიული გრანდისთვის ნიდერლანდელი ნახევარმცველი პრიორიტეტული სამიზნეა და გუნდი მის გადაბირებას ეცდება, ან ახლავე, ან თუ არ გამოვიდა, მაშინ ზაფხულში მაინც.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა „ბაიერნის“ პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერიც:

„ჩვენ ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა ვეძებოთ გაძლიერება ზამთარში.“ - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Sky DE.

24 წლის ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლის ზაფხულში 85 მილიონ ევროდ გადავიდა და ამ დრომდე გუნდში 118 მატჩში 10 გოლი და 14 ასისტი მიითვალა.