ავტორიზაცია

ჯენოადან გაშვების შემდეგ, ანდრეი შევჩენკომ ახალი გუნდი უკვე იპოვნა - მისი დანიშვნა 31 იანვარს უნდა დადასტურდეს

ჯენოადან გაშვების შემდეგ, ანდრეი შევჩენკომ ახალი გუნდი უკვე იპოვნა - მისი დანიშვნა 31 იანვარს უნდა დადასტურდეს
თარიღი 24 იან 2022, 01:23

უკრაინის ნაკრების და „ჯენოას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ახალი სამუშაო ადგილი უკვე მოძებნა.

როგორც პოლონური გამოცემა vZbirna იტყობინება, შევჩენკომ პოლონეთის ნაკრების გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა.

ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა და უკრაინელმა მწვრთნელმა კონტრაქტის ყველა პირობა უკვე შეათანხმეს.

ახალ გუნდში შევჩენკოს ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება. ხელფასის ნაწილს მას პოლონეთის საფეხბურთო კავშირი გადაუხდის, დანარჩენს კი - სპონსორები.

ერთადერთი, რაც კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე დარჩა - „ჯენოასთან“ შეთანხმების მიღწევაა. როგორც იცით, ლეგენდარულ ექს-ფეხბურთელს გენუეზურ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას თანამდებობა უკვე დაატოვებინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში პოლონელები შევჩენკოს 31 იანვარს ოფიციალურად წარადგენენ.

24 მარტს პოლონეთის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში რუსეთს დაუპირისპირდება.