ზლატანმა იუვენტუსთან მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია
„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, „იუვენტუსთან“ სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩი ვერ ჩაამთავრა.
40 წლის შვედ ფორვარდს დაზიანების გამო მოედნის დატოვება უკვე 28-ე წუთზე მოუწია, მის ნაცვლად კი მინდორზე ოლივიე ჟირუ გამოჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმის ტრავმა მიიღო ზლატანმა და რამდენხნიანი უქმობა მოუწევს „მილანის“ ერთ-ერთ ლიდერს.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისურით 18 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დიდი ალბათობით, შვედ ლეგენდას უახლოეს დღეებში გამოკვლევები ჩაუტარდება, რომელიც მისი ტრავმის სიმძიმეს და სარეაბილიტაციო ვადებს დაადგენს.