ავტორიზაცია

რედნაპი: "ახლა ჩელსიში ტუხელის მთავარი პრობლემა რომელუ ლუკაკუა"

რედნაპი: "ახლა ჩელსიში ტუხელის მთავარი პრობლემა რომელუ ლუკაკუა"
თარიღი 24 იან 2022, 01:34

ინგლისის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ჯეიმი რედნაპმა, რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ ასპარეზობა შეაფასა.

„ტუხელისთვის ახლა მთავარი პრობლემა - რომელუ ლუკაკუა. ვფიქრობ, მან ეს მალე უნდა მოაგვაროს, იმიტომ რომ დღეს ვუყურებდი, როგორ თამაშობდა რომელუ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.

ხშირად, ბელგიელს უბრალოდ საკუთარი თავის რწმენა აკლდა. იყო მომენტები, როცა ის სანჩესს ფიზიკურად ჯაბნიდა და მეგონა, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც მისგან ჩვენ ველით.

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ის კარზე დაგეშილი ფეხბურთელია და ახლა მას მხოლოდ თავდაჯერება აკლია. მას ჰქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფეხით მოუწია დარტყმა, მას მაინც უკეთ უნდა ემოქმედა.

როცა შენს სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, ასეთი შანსები უნდა გამოიყენო.“ - აღნიშნა რედნაპმა Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში.