ავტორიზაცია

VIDEO: ვერატის გოლი, რამოსის სადებიუტო - პსჟ-მ საკუთარ კედლებში რეიმსი გაანადგურა

თარიღი 24 იან 2022, 01:40

ფრანგული ლიგა 1-ს 22-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „რეიმსი“ გაანადგურა.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

„პსჟ-ს“ რიგებში გოლებით თავი მარკო ვერატიმ, სერხიო რამოსმა და დანილო პერეირამ გამოიჩინეს, კიდევ ერთი გოლი კი „რეიმსის“ ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამ გამარჯვებით „პსჟ-მ“ ცხრილში 53 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ნიცასთან“ 11-ქულიანი უპირატესობა ისევ აღადგინა.