ავტორიზაცია

VIDEO: ფრე სან სიროზე - იუვენტუსმა მილანთან მატჩი 0 ზუსტი დარტყმით დაასრულა

თარიღი 24 იან 2022, 01:43

სერია ა-ს 23-ე ტურში „მილანი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

„მილანი“ 28-ე წუთზე შესუსტდა, როცა ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოუწია.

90 წუთში ვერცერთმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა - „მილანმა“ მეტოქის კარისკენ 14-ჯერ გაისროლა, საიდანაც ზუსტი 4 დარტყმა აღმოჩნდა, „იუვეს“ ფეხბურთელებმა კი 8 მცდელობიდან კარში ზუსტად ვერცერთხელ ვერ მოარტყეს.

ამრიგად, „მილანმა“ 49 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი „ნაპოლის“ დაუთმო, თუმცა გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ. „იუვენტუსი“ კი 42 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ლიდერი „ინტერი“ 53 ქულით არის პირველ ადგილზე, თანაც ინძაგის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.