ავტორიზაცია

კონტე: "ტოტენჰემს გასაძლიერებლად რამდენიმე წელი დასჭირდება"

კონტე: "ტოტენჰემს გასაძლიერებლად რამდენიმე წელი დასჭირდება"
თარიღი 24 იან 2022, 12:29

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში "ჩელსისთან" (0:2) წაგების შემდეგ, ტრანსფერების შესახებ შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თემაზე საუბრის შესაფერისი დრო არ არის. კლუბმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ვფიქრობ. ერთ სატრანსფერო ფანჯარაში უფსკრულიდან ამოსვლა უბრალოდ შეუძლებელია.

ბოლო წლებში ძალიან ჩამოვრჩით. მოკლე დროში გამოსავლის პოვნა ადვილი არ არის. ბოლომდე მუშაობაზე ვარ ორიენტირებული. ოთხი თვე გვაქვს იმისათვის, რომ ვცადოთ ყველაფერი.

თუ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მოგვარდება, მაშინ ეს რეალობა არ არის. ამას წლები სჭირდება. დრო ახლავე უნდა ჩაირთოს.

მოთამაშეები უნდა გაყიდო ან იჯარით გაუშვა და ეს რთულია. შემდეგ თქვენ უნდა იპოვოთ შესაფერისი მოთამაშეები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამას მრავალი წელი დასჭირდება.

ადვილი არ იქნება. მე ველაპარაკე მენეჯმენტს და სრულად ვარ ჩართული მუშაობაში. მოედანზე მდგომარეობის გაუმჯობესება მინდა. ტოტენჰემში დროის გატარება მსიამოვნებს.

ოთხი თვე გვაქვს სამუშაოდ და საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ვამაყობ იმ ძალისხმევით, რომელიც გუნდმა გაიღო. ხანდახან შეგიძლია 100% გასცე და ეს არ იქნება საკმარისი", - თქვა კონტემ.